თემა:მზის სისტემა
რა ვიცი და რა მინდა ვიცოდე მზის სისტემის შესახებ.
სამიზნე ჯგუფი:|||-|\/კლასი
მნიშვნელობა და აქტუალობა:მოსწავლეებს აქვთ წარმოდგენა მზის სისტემის შესახებ,გამოუმუშავდებათ უნარი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების ინტერნეტში
მიზნები და შედეგები: ს.გ.|||.8
მოსწავლეები აღწერენ მზის სისტემას.
.იყენებენ ილუსტრაციებს.
.ხატავენ პლანეტებს და თანმიმდევრულად განალაგებენ მზიდან დაშორების მიხედვით.
.თხზავენ ისტორიებს პლანეტების შესახებ.
საგანი და პროცედურები: განმავითარებელი შეფასების რუბრიკა თან ერთვის.
წინასწარი ცოდნა:ორივე ჯგუფს წარმოდგენა აქვთ მზის სისტემის შესახებ,მაგრამ კონკრეტული ვრცელი ინფორმაცია უნდა მოიპოვონ კლასგარეშე ლიტერატურის და ისტ-ის გამოყენებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:სახელმძღვანელო-|||კლასის ბუნება-ავტ.გ.კვანტალიანი,მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი.
კლასგარეშე ლიტერატურა:
ფერადი პლასტელინი, 20სახატავი ფურცელი
სასწავლო პროექტის მსვლელობა:
1.ჯგუფებმა აირჩიეს თემა:მზის სისტემა
როგორი ფორმა აქვს მზეს? რითგანსხვავდება მზე ვარსკვლავებისაგან? რატომ გვათბობს მზე და არა ვარსკვლავი? რამდენი კილომეტრითაა მზე დაშორებული დედამიწისაგან? რომელი პლანეტა ცხელდება ყველაზე მეტად? რატომ? რომელია დედამიწოს მეზობელი პლანეტები?რომელია ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა პლანეტა მზის ოჯახში?რატომ იცვლება დედამიწაზე დღე და ღამე?კოსმოსური ხომალდით რომ გაფრინდე რას დაინახავდით დედამიწაზე? როგორ ისტორიებს შეთხზავდით პლანეტების შესახებ?
2.|||-|\/კლსელთა რაოდენობა 18-ია.იყოფა 2ჯგუფად,თითოეული ჯგუფი ირქმევს სახელს და ირჩევს ლიდერს. პირველი ჯგუფის სახელია -"ცისკრის ვარსკვლავი'', მეორე ჯგუფის-''მზეო სიცოცხლეო''.
3.თითოეული ჯგუფიდან 3 მოსწავლე ეძებს მასალას თემის შესაბამისად კლასგარეშე ლიტერატურიდან,3 მოსწავლე ინტერნეტში მოიძიებს ინფორმაციას,3 მოსწავლე პლასტელინისა და 10 ფურცლის გამოყენებით შექმნის მზის ოჯახის მოდელს.
4.პრეზენტაციის დღეს ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს
1აქტივობა :ლიდერებმა ახსნან რატომ შეარჩიეს ეს სახელები
2.აქტივობა:თემის შესახებ ინფორმაციის გაცნობა თხრობით თითოეული ჯგუფიდან(7 მოსწავლე)
3.აქტივობა:ინტერნეტში მოძიებული მასალის წარმოდგენა(1 მოსწავლე)
4.აქტივობა:მზის ოჯახის მოდელის შექმნა ჯგუფების მიერ.
Комментариев нет:
Отправить комментарий